weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

აშშ-ში აეროპორტის თანამშრომლის მიერ გატაცებული თვითმფრინავი ჩამოვარდა

11:59 შაბათი, 11 აგვისტო 2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სიეტლის საერთაშორისო აეროპორტიდან 29 წლის მექანიკოსმა გაიტაცა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

BBC-ის ინფორმაციით, Alaska Air-ის 78-ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავი ცარიელი იყო. აფრენისთანავე მას F-15-ის ტიპის ორი გამანადგურებელი აედევნა. ავიადისპეჩერებმა გამტაცებელი აეროპორტში დაბრუნებაზე დაითანხმეს, თუმცა თვითმფრინავმა პიუჯეტ-საუნდის ყურესთან კატასტროფა განიცადა. ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწია პილოტს.

აუდიოჩანაწერების მიხედვით, მამაკაცი საწვავის რაოდენობაზე ღელავდა. გარდა ამისა, ფიქრობდა, რომ თვითმფრინავის მიწაზე დასმა იცოდა, რადგან „გარკვეულ ვიდეო თამაშებს“ თამაშობდა.

მომხდარის გამო საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. თვითმფრინავის გატაცება ტერორისტულ აქტთან კავშირში არ ყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]