weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

იტალიაში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

12:41 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018

ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ გენუაში 1182-მეტრიანი საავტომობილო ხიდის მონაკვეთის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35-ს მიაღწია, დაშავებულია სულ მცირე 15 ადამიანი.

The Guardian-ის ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს კვლავ ეძებენ და გამორიცხული არ არის, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

ხიდის ასმეტრიანი მონაკვეთი გუშინ ჩაინგრა და სახლებსა და რკინიგზას დაეცა. შემთხვევის დროს ხიდზე 30-მდე მსუბუქი ავტომანქანა და რამდენიმე სატვირთო მოძრაობდა. ისინი დაახლოებით 45 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ.

იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა პირობა დადო, რომ უმოკლეს დროში მსგავსი ნაგებობების უსაფრთხოებას შეამოწმებენ. მისივე თქმით, იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომელიც საავტომობილო გზების მართვაზეა პასუხისმგებელი თანამდებობა უნდა დატოვოს.

მორანდის ხიდი, რომელიც ორ მსხვილ საავტომობილო გზას ერთმანეთთან აკავშირებს, 60 წლის წინ ააგეს და სახელი ინჟინერ რიკარდო მორანდის პატივსაცემად დაარქვეს. 2016 წელს ხიდს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]