weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი გარდაიცვალა

14:17 შაბათი, 18 აგვისტო 2018

ცნობილი განელი დიპლომატი და გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. The Guardian-ის ინფორმაციით, კოფი ანანი მცირე დროის განმავლობაში ავადმყოფობდა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კი მისმა ფონდმა და ოჯახმა დღეს გაავრცელეს.

კოფი ანანი 1938 წლის 8 აპრილს განაში დაიბადა. გაეროს მეშვიდე გენერალური მდივნის თანამდებობას 1997-2006 წლებში იკავებდა. ის გახლდათ პირველი შავკანიანი დიპლომატი აფრიკის კონტინენტიდან, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა. უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, კოფი ანანი სირიაში ამ ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი იყო და კონფლიქტების დარეგულირებაზე მუშაობდა. ის ასევე ხელმძღვანელობდა საკუთარ ფონდს და ნელსონ მანდელას მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაციას The Elders (ქართ. „უხუცესები“).

კოფი ანანი 2001 წელს, ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]