weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე პუტინის შესახებ ყოველკვირეული გადაცემა გავა

12:22 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე (Россия-1) ახალი ყოველკვირეული გადაცემა „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“ გავა, რომელიც მთლიანად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიეძღვნება.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, გადაცემის ფორმატი ასეთია: ყოველ კვირას ჟურნალისტი ვლადიმერ სოლოვიევი და მისი სტუმრები ისაუბრებენ რუსეთის პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკისა და თავისუფალ დროს დასვენების შესახებ. პირველ გადაცემაში, რომელიც 2 სექტემბერს, კვირა საღამოს გავიდა, პუტინს კარგი ფიზიკური ფორმის, დატვირთული სამუშაო გრაფიკის, ბავშვებისადმი სიყვარულისა და საპენსიო რეფორმის შერბილების ინიციატივის გამო აქებდნენ.

ექსპერტების აზრით, ტელესივრცეში ასეთი გადაცემის გაჩენა რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება. ივნისიდან ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 15 პროცენტით დაეცა, რაც მთავრობის მიერ საპენსიო ასაკის გაზრდის დაანონსებას უკავშირდება. BBC-ის ინფორმაციით 2011 წლის შემდეგ პუტინის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში პუტინის სატელევიზიო მიმართვა გავრცელდა, სადაც ის გამოდის შეთავაზებით, ქალთა საპენსიო ასაკი 8-ის ნაცვლად 5 წლით გაიზარდოს.

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ 9 სექტემბერს მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი. „ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა 53% მზად არის საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]