weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსეთი ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს

16:13 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღმოსავლეთ ციმბირში სამხედრო სწავლება სახელად «Восток 2018» დაიწყო. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ხუთდღიან წვრთნაში მონაწილეობს 300 000 სამხედრო მოსამსახურე, 36 000 ჯავშანმანქანა, 1000 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 80 გემი.

სწავლებაში მონაწილეობას ჩინეთის და მონღოლეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებიც მიიღებენ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, „ვოსტოკი 2018“ უმსხვილესი სამხედრო სწავლებაა 1981 წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი და აშშ „ცივი ომის“ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მტკიცებით, მასშტაბური სამხედრო წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა და არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]