weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩინელი კინოვარსკვლავი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

12:02 კვირა, 16 სექტემბერი 2018

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინელი კინოვარსკვლავი ბინბინ ფანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი ბოლოს ივნისში, ტიბეტში არსებულ ბავშვთა საავადმყოფოში ვიზიტისას ნახეს.

მსახიობის გაუჩინარების შესახებ უამრავი ჭორი და ინფორმაცია გაჩნდა, ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიით კი, ბინბინ ფანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ ტიბეტში სტუმრობის გამო პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრა.

ბინბინ ფანის შესახებ ბოლო პერიოდში პრესაში ასევე ვრცელდებოდა სტატიები იმის თაობაზე, რომ მსახიობს ქვეყნის ხელისუფლებასთან პრობლემები გადასახადების გამო ჰქონდა, რადგან ჩინური კანონების თანახმად, მილიონერ მოქალაქეს განსხვავებული საგადასახადო ვალდებულებები აკისრია, მსახიობმა კი შესაძლოა უნებლიე შეცდომა დაუშვა.

აქვე გეტყვით, რომ ბინბინ ფანს, რომელიც გასულ წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო, ჩინური ფილმების გარდა მონაწილეობა ასევე აქვს მიღებული საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ჰოლივუდურ ფილმებშიც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]