weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ავღანეთში აფეთქებისას რვა ბავშვი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

14:03 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

ავღანეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ბავშვი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. BBC-ის ცნობით, მათი ასაკი 6-დან 12 წლამდეა. დაშავებულთაგან ორმა მცირეწლოვანმა კიდურები დაკარგა. ისინი უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარიაბის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა. აფეთქების დროს ბავშვები განყოფილებასთან ახლოს თამაშობდნენ.

ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება მომხდარში თალიბანს ადანაშაულებს, თუმცა თავად რადიკალურ მოძრაობას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია. პოლიციის ინფორმაციით, თალიბანმა შემთხვევის ადგილი გასულ კვირას დანაღმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]