weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით თურქეთში რეფერენდუმი არასამართლიან გარემოში ჩატარდა

10:20 სამშაბათი, 18 აპრილი 2017

საერთაშორისო დამკვირვებლებმა თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი გააკრიტიკეს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ახალ უფლებამოსილებას შემატებს. ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, კამპანია უთანასწორო პირობებში წარიმართა და ხმების დათვლა მოგვიანებით განხორციელებული პროცედურული ცვლილებების გამო საეჭვო გახდა.

დამკვირვებლების მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოითქვა შეფასება, რომ რეფერენდუმის სამართლებრივი ჩარჩოები არაადეკვატური იყო ზოგადად დემოკრატიული რეფერენდუმის ჩასატარებლად.

„ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და ხელის შეშლა იმ პარტიებისა თუ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მხარს უჭერდნენ „არა“-ს კამპანიას. ასევე გამოვლინდა პოლიციის მიერ „არა“-ს კამპანიის მხარდამჭერთა შეზღუდვის ბევრი შემთხვევა“, - აღნიშნა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტანა დე ზულუეტამ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგი კანონიერია. ოფიციალური მონაცემებით, რეფერენდუმში დასახელებულ ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 51.3%-მა დაუჭირა. გარდა იმისა, რომ ცვლილებები გულისხმობს 18 საკონსტიტუციო შესწორებას, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შესაძლოა საშუალება მიეცეს 2029 წლამდე დარჩეს ქვეყნის ხელისუფლების სათავეში.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]