weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მსოფლიო

ნიგერიის პრეზიდენტი, 76 წლის მუჰამადუ ბუჰარი მის გარდაცვალებასთან და ორეულით შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორების გაქარწყლებას ცდილობს. BBC-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ნამდვილი პრეზიდენტის ნაცვლად საზოგადოების წინაშე სუდანელი მამაკაცი გამოდის.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

45 წლის ეგვიპტელი მსახიობი რანია იუსეფი შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს, რისი მიზეზიც კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მისი გამჭვირვალე კაბით გამოსვლაა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალასკის ქალაქ ანკორიჯთან 7.0 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. განმეორებითი ბიძგების სიმძლავრემ კი 5.7 მაგნიტუდს მიაღწია.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო 1989-1993 წლებში, 94 წლის ასაკში, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე აკრძალვა დააწესა. ქვეყანაში მოქმედი საომარი მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული აკრძალვა 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს შეეხება.

ჩინეთში ქიმიურ ქარხანასთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 22 კი დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰებეის პროვინციაში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ირანში მდებარე ქერმანშაჰის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან მოხდა.

ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდი“ თურქეთში საქმიანობას წყვეტს. გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მილიარდერი ფილანტროპი სოროსი ერების გახლეჩვისა და განადგურების მცდელობაში…

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტი ახლა უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს, რომელიც საგანგებო სესიაზე დღეს შეიკრიბება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]