weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რამზან კადიროვის ქალიშვილი „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ მედლით დაჯილდოვდა 

12:46 შაბათი, 25 დეკემბერი 2021

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ქალიშვილი აიშათ კადიროვა, რომელიც რესპუბლიკის კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებს, „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ მედლით დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეჩნეთის სახელმწიფო რადიოკომპანია ავრცელებს.

აიშათ კადიროვამ მედალი ჩეჩნეთის სახალხო დამცველისგან მიიღო – მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და ინტერესების დაცვაში, ჩეჩნეთის სოციალური და კულტურული ცხოვრების განვითარებაში, ჩეჩენი ხალხის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ასევე მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ურთიერთქმედების განმტკიცებისთვის. 

23 წლის აიშათ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე ის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აიშათი რამზან კადიროვის ერთადერთი შვილი არ არის, რომელიც მაღალ თანამდებობაზეა. მისი მეორე ქალიშვილი, 21 წლის ხადიჯათი გროზნოს მერიის სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსია. რამზან კადიროვის განკარგულებით, 10 დეკემბერს, ის „ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ დააჯილდოვეს. 

რამზან კადიროვი და მისი ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაში არიან. ყველა მათგანს აშშ-ში შესვლა ეკრძალება. სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ კადიროვია პასუხისმგებელი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის წამებასა და სასამართლოს მიღმა სიკვდილით დასჯაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]