- საუკეთესო რომანი: თამთა მელაშვილი - „შაშვი შაშვი მაყვალი“;
- საუკეთესო პოეტური კრებული: ნუგზარ ზაზანაშვილი - „წავა წავა წავა წავა“;
- საუკეთესო პროზაული კრებული: გიორგი სოსიაშვილი - „ოთხი მოთხრობა“;
- საუკეთესო პიესა: პაატა ციკოლია - „მედეა s01e06“;
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: ნანა აბულაძის რომანი - „აკუმი“; ირინა ტაბაღუას პოეტური კრებული - „ტელეფას ცხვარი“;
- საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა: ნანა ტრაპაიძე - „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“; ნინო დიანოსაშვილი - „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?!;
- საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: მარიამ ხუცურაული - „მარილი გემოვნებით“;
- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი: ანი კოპალიანი - ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ“; გიორგი ლობჟანიძე - ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი“;
- პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიიღო პოეტმა და მთარგმნელმა გივი შახნაზარმა.
წელს ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა. ჯილდო ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ მიიღეს ბიძინა მაყაშვილმა რომანისთვის „ბლუზი მტკვრის პირას“ და ივა ფეზუაშვილმა რომანისთვის „ბუნკერი“.
„საბას“ ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: პროზაიკოსი ბესო სოლომონაშვილი, პოეტი და პროზაიკოსი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დრამატურგი დავით გაბუნია, მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე და პროზაიკოსი ნესტან ნენე კვინიკაძე.