weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

DJ Etapp Kyle – სირცხვილია რაც საქართველოში ხდება

17:22 შაბათი, 12 მაისი 2018

„სამწუხაროდ, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ ხშირია პოლიციის მიერ აგრესიული ფორმით ღამის კლუბებში რეიდების ჩატარება. მაგრამ საქართველო ძალიან კარგად იცვლებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მეგონა, ასეთი მეთოდები წარსულში დარჩა. სირცხვილია რაც ახლა ხდება“, – ასე ეხმაურება უკრაინელი DJ და პროდიუსერი Etapp Kyle თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა და მოქალაქეების დაკავება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკების 8 რეალიზატორი. სპეცოპერაციის შედეგად კლუბებიდან გამოყრილი ახალგაზრდები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. პოლიციამ 20-დე ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით დააკავა. შს სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ისინი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]