weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

2018 წელს საქართველოს 8 679 544 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

12:28 პარასკევი, 04 იანვარი 2019

2018 წელს საქართველოში 8 679 544 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით ზრდა 9.8%-ია. ამასთან, 2018 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4 756 820 შეადგინა, რაც 687 466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე (ზრდა 16.9%).

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებშია აღნიშნული, 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ ესტონეთი (+80%), სლოვაკეთი (+62%), რუმინეთი (+59%), ნიდერლანდები (+56%), გერმანია (+50%), ლატვია (+50%), ჩეხეთი (+44%), პოლონეთი (+37%), საფრანგეთი (+36%), გაერთიანებული სამეფო (+31%), იტალია (+30%) და სხვა.

ვიზიტორების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა (+112%), ჩინეთი (+75%), ბელარუსი (+43%), ისრაელი (36%), ქუვეითი (+34%), ყაზახეთი (+25%) და აშშ (+25%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-ნოემბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 3 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.3%), რაც 485 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით, 7.6%-ია. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]