weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მოიჯარეები დამატებით ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან – რიჟვაძე 

14:12 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კომპანიები, რომლებსაც აჭარის მთავრობასთან ხელშეკრულება აქვთ, ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. ასევე, ერთი წლით გადასახადისგან გათავისუფლდებიან მოიჯარეები.

ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით. ასევე, მოხდება მოიჯარეების დამატებით ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც, როგორც ქვეყანაში, ისე გლობალურად აქტუალური რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]