weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

რუსული საგადახდო სისტემა „Мир“ შესაძლოა ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევდეს 

16:06 ოთხშაბათი, 09 მარტი 2022

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ რუსული საგადახდო სისტემების კომპანია „მირ-ი“ („Мир“) აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან თანამშრომლობს და შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს არღვევდეს.

ამასთან, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები „მირ-თან“ არ თანამშრომლობენ.

„ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, მოქმედებენ საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. აღნიშნავენ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცეს.

რაც შეეხება ქართული კომპანიის „მირ-თან“თანამშრომლობის საკითხს, როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, ეს მათ კომპეტენციას სცილდება.

დღეს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველო „მირ-ის“ სისტემას შეუერთდეს. 

მოგვიანებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსულ სისტემაში ჩაერთო და ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეს ინფორმაცია ავიაკომპანიამ უარყო და განაცხადა, რომ „მირ-ის“ მეშვეობით დღემდე არც ერთი ბილეთი არ გაუყიდიათ. როგორც „ჯორჯიან ეარვეისი“ განმარტავს, ხელშეკრულება ესპანეთში რეგისტრირებულ უკრაინულ კომპანია „WebSky.net-თან აქვთ, რომელიც ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემაა და მიერთებულია „საქართევლოს ბანკთან“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]