weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

FAO: მსოფლიო სურსათზე ფასები მეხუთე თვეა მცირდება

16:55 პარასკევი, 02 სექტემბერი 2022

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო სურსათის ფასების ბარომეტრი უკვე მეხუთე თვეა მცირდება ძირითადი საკვები პროდუქტების ფასების კლების ფონზე.

აგვისტოში FAO-ს საერთაშორისო სურსათის ფასის ინდექსმა 138.0 ქულა შეადგინა, რაც ივლისთან მიმართებაში 1.9%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის მაჩვენებელზე 7.9%-ით მეტი. ინდექსი ასახავს ძირითადი საკვები პროდუქტის საერთაშორისო ფასების ყოველთვიურ ცვლილებებს.

FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი 1.4%-ით შემცირდა გასულ თვესთან შედარებით. ასეთი ტენდენცია, დიდწილად, ხორბლის საერთაშორისო ფასის 5.1%-იანი კლებით არის გამოწვეული, რაც ჩრდილოეთ ამერიკასა და რუსეთის ფედერაციაში წარმოების გაუმჯობესებულ პერსპექტივებსა და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტის განახლებას უკავშირდება.

ბრინჯის ფასები, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. სხვა სახის მარცვლეულზე გამოცხადებულმა ფასებმა მხოლოდ 0.2%-ით მოიმატა. ამავდროულად, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის გამყარებული ფასები დაბალანსდა ქერის და სორგოს დაბალი ფასებით, ცხელი, მშრალი სეზონიდან გამომდინარე.

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი აგვისტოში 3.3%-ით ნაკლები იყო და გასული წლის ამავე პერიოდთან მიმართებაშიც შემცირდა. სოიოს ზეთის მსოფლიო ფასებმა მოიმატა, რაც ნაწილობრივ გამოიწვია წარმოებისთვის ცუდი ამინდების გავლენის გამო წარმოქმნილმა მღელვარებამ, თუმცა, სოიოს ზეთის ფასების მატება დაბალანსდა პალმის, მზესუმზირისა და რაფსის ზეთების შემცირებული ფასებით, რაც დაკავშირებულია შემცირებული ექსპორტის გადასახადიდან გამომდინარე ინდონეზიიდან შემოსული პალმის ზეთის რაოდენობრივ ზრდაზე. უკრაინული პორტებიდან მზესუმზირის ზეთის გადაზიდვის ეტაპობრივი განახლებაც პირდაპირ კავშირშია სოიოს ზეთის ფასების ზრდასთან.

FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი აგვისტოში 2.0%-ით შემცირდა. გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 23.5%-ით არის გაზრდილი. ყველის საერთაშორისო ფასები უკვე მეათე თვეა, რაც მატულობს. თუმცა, რძის ფასების ზრდა ახალი ზელანდიიდან გაზრდილი მოწოდების მოლოდინიდან გამომდინარე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოება შემცირებულია.

FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი ივლისის შემდეგ 1.5%-ით შემცირდა. მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 8.2%-ით უფრო მაღალია. აგვისტოში, ფრინველის ხორცის საერთაშორისო ფასებმა იკლო, გაზრდილი გლობალური ექსპორტის შესაძლებლობების ფონზე. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ხორცის ფასებიც დაეცა, რაც დაკავშირებულია წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნების შიდა ბაზრებზე შემცირებულ მოთხოვნასთან. ღორის ხორცის ფასებმა მოიმატა.

FAO-ს შაქრის ინდექსი შემცირებულია 2.1%-ით, რაც ყველაზე დაბალ ნიშნულს წარმოადგენს ერთი წლის ჭრილში. ინდექსის კლებაზე ბრაზილიაში ეთანოლის ფასის ვარდნამ და ინდოეთში დაწესებულმა ექსპორტის მაღალმა ზედა ზღვარმა იმოქმედა.

 

2022 წელს მარცვლეულის შემცირებული წარმოების პროგნოზი

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ასევე გამოსცა 2022 წლის მარცვლეულის წარმოების პროგნოზი.

მარცვლეულის მიწოდებისა და მოთხოვნის ანგარიშში, გასულ წელთან შედარებით, მარცვლეულის მსოფლიო წარმოების 38.9 მილიონი ტონით, 1.4%-ით შემცირება არის ნავარაუდები.

დაღმავალი გადასინჯვის ძირითადი ნაწილი ეხება მსხვილ მარცვლეულს. სიმინდის მოსავლიანობა ევროკავშირში, ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, სავარაუდოდ, 16%-ით შემცირდება და ამის მიზეზი, განსაკუთრებულად ცხელი და მშრალი ამინდია.

FAO-მ ხორბლის მსოფლიო წარმოების პროგნოზი გაზარდა 777 მილიონ ტონამდე, რაც უმნიშვნელო ვარდნაა 2021 წელთან შედარებით. პროგნოზი ეყრდნობა რუსეთის ფედერაციაში რეკორდული მოსავლის მოლოდინსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხელსაყრელ ამინდს. ბრინჯის გლობალური წარმოება, შესაძლოა, 2.1%-ით შემცირდეს 2021 წელს დაფიქსირებულ ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელთან შედარებით, რაც ინდოეთსა და ბანგლადეშში ნალექების არათანაბარი განაწილებით არის გამოწვეული.

2022-2023 წელს, 2 792 მილიონი ტონა მარცვლეულის მსოფლიო ათვისება არის ნავარაუდები. ამასთანავე, 2023 წლის სეზონის დასასრულისკენ, მარცვლეულის გლობალური მარაგი 2.1%-ით, 845 მილიონ ტონამდე შემცირდება. შედეგად, მოსალოდნელია, რომ მარცვლეულის მსოფლიო მარაგების მოხმარებასთან თანაფარდობა მცირედით დაეცეს 2021-2022 წლებში - 30.9%-დან 29.5%-მდე.

მარცვლეულობით მსოფლიო ვაჭრობის 1.9%-ით, 469.6 ტონამდე შემცირება არის ნავარაუდები 2022-2023 წლებში (ივნისი/ივლისი), გასული წლის იგივე პერიოდთან მიმართებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]