weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პირველი გულშემატკივარია – მოსამართლე 

22:57 პარასკევი, 26 ნოემბერი 2021

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, თეა ძიმისტარაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის პირველი გულშემატკივარია.

ამის შესახებ მოსამართლე ძიმისტარაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრებაზე განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციის - „დემოკრატიის ინდექსის“ წარმომადგენელმა, კახა წიქარაშვილმა მას ჰკითხა გაზომვადი არის თუ არა მოსამართლეების რეიტინგი და მოსამართლე ლევან მურუსიძეს დაბალი რეიტინგი მოახდენდა თუ არა გავლენას სასამართლოს სანდოობაზე.

თეა ძიმისტარაშვილმა ჯერ თქვა, რომ ეს ძალიან ფაქიზი თემაა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამგვარი რეიტინგები სასამართლოსთვის მიუღებელია. მოსამართლე მიიჩნევს, რომ ეს დამაზიანებელია სასამართლოს სისტემისთვის, მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისთვის.

„გთხოვთ, აქ ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო ბატონ ლევანთან მიმართებაში. ბატონ ლევანს ჩემი დაცვა არ სჭირდება. ის არის შრომისმოყვარე, კომპეტენტური ადამიანი, ჩემი თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ ის არის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პირველი გულშემატკივარი.

იმ აზრის მუსირება, რაც მის წინააღმდეგ ხდება, ვფიქრობ, მის ცხოვრებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს და სცილდება მის საჯარო საქმიანობას“, – განაცხადა ძიმისტარაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ლევან მურუსიძეს გავლენიან მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის, ე.წ. კლანის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევენ. მურუსიძე 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო, 2006-2015 წლებში კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მას განხილული აქვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გაოგნებას იწვევდა შიდა სასამართლოებთან ერთად სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოების ხმაშეწყობილი მოქმედება, რათა ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.

 

ამ თემაზე:

ჩვენი ე.წ. კლანი არის გუნდი, რომელიც კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობს – მურუსიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]