weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ამერიკელი გენერლის ვარაუდით თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებდნენ

12:06 სამშაბათი, 25 აპრილი 2017

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სარდალი ავღანეთში, გენერალი ჯონ უილიამ ნიკოლსონი ვარაუდობს, რომ თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებდნენ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა აღნიშნული მოსაზრება 24 აპრილს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისთან შეხვედრისას გამოთქვა.

ნიკოლსონის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ჩართულობა ავღანეთის ომში გულისხმობდეს ასევე თალიბანის იარაღით მომარაგებას. ამერიკელმა გენერალმა დეტალები არ დააკონკრეტა და სრულიად შესაძლებელი უწოდა პაკისტანში ბაზირებული ჰაყანის ექსტრემისტული ქსელის მონაწილეობას 21 აპრილს მაზარ-ი-შარიფში მდებარე ავღანეთის არმიის ბაზაზე მომხდარ შეტაკებაში, რასაც 140 ავღანელი სამხედრო პირის სიცოცხლე შეეწირა. ამ თავდასხმის შემდეგ ავღანეთის თავდაცვის მინისტრი და არმიის შტაბის უფროსი თანამდებობებიდან გადადგნენ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი 24 აპრილს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, თალიბებისა და სხვა ექსტრემისტების წინააღმდეგ ომში არსებული საჭიროებების დასადგენად. მატისი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ავღანეთში ჩავიდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]