weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ფრანკფურტში შეერთებული შტატების საკონსულო დაზვერვის ცენტრს წარმოადგენდა - WikiLeaks

16:27 ხუთშაბათი, 09 მარტი 2017

საერთაშორისო ინტერნეტ-რესურს „ვიკილიქსის“ მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მდებარე აშშ-ის საკონსულო სადაზვერვო მოქმედებების ცენტრს წარმოადგენდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით.

„ვიკილიქსმა“ ცხრა ათასამდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც მისივე განმარტებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) კიბერდაზვერვის ცენტრისგან მიიღო. ეს დოკუმენტები, სავარაუდოდ, აშშ-ის კიბერდაზვერვის ინსტრუქციების ნაწილია. დოკუმენტების ავთენტურობის დადასტურება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ექსპერტები, რომლებმაც უკვე დაიწყეს დოკუმენტების შესწავლა, ვარაუდობენ, რომ ისინი ნამდვილია.

დოკუმენტების გავრცელებამ გამოიწვია დისკუსია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის შიგნით, რომელიც შეეხება ჰაკერულ მეთოდებს და ნათლად აჩვენებს იმას, რომ შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ჰაკერებს ხელი მიუწვდებოდათ Apple-სა და ე.წ. ანდროიდის სმარტფონებსა თუ სხვა ტექნიკაზე. ამ მოწყობილობებიდან ისინი მოიპოვებდნენ ტექსტურ და ხმოვან ინფორმაციის, რასაც შემდეგ კომპიუტერზე შიფრავდნენ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]