weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

გაერო და ეუთო რუსეთს მოუწოდებენ, გამოიძიოს ჰომოსექსუალთა დევნა და წამება ჩეჩნეთში

20:16 შაბათი, 15 აპრილი 2017

გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები და ეუთოს წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყონებლივი მოქმედებისკენ, რათა შეწყდეს ჰომოსექსუალთა დევნა ჩეჩნეთში. ამავე მოწოდებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა გამოიძიოს ცნობები ჰომოსექსუალების წამებისა და მკვლელობის შესახებ.

გაეროს წარმომადგენელთა თქმით, რუსეთმა ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობის, საზოგადოებისგან ჰომოსექსუალთა გარიყვისა და სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმით წაქეზება.

აღნიშნული მოწოდებები მოჰყვა რუსულ მედიაში ბოლოხანს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მამაკაცებს აკავებენ და საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ. გაზეთ „ნოვაია გაზეტაში“ დაბეჭდილ სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ჰომოსექსუალებისაგან ჩეჩნეთის მთლიანად გაწმენდას გეგმავს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]