weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კრიპტომატი – სიახლე თელავში

11:53 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, თუმცა ბირჟებზე რეგისტრაცია და ვაჭრობა ხშირად პროცედურულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე კრიპტოვალუტის ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია – „კრიპტომატი“ გამოჩნდა, რომელიც კრიპტოვალუტის შეძენისა და ლარში განაღდების ყველაზე მარტივი საშუალებაა.

კრიპტომატი (Cryptomat) კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის დამწყებსაც, კრიპტოვალუტების–ბიტკოინის (BTC),ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშის (BCH) და ეთერიუმის (ETH) ლარში ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

კრიპტომატები თბილისში ექვსი თვის წინ გამოჩნდა და ამ მომენტისთვის უკვე 4 ქალაქში და 8 ლოკაციაზე ფუნქციონირებს.

თბილისის, ბათუმის და ქუთაისის გარდა, კრიპტომატით სარგებლობა მომხმარებელს უკვე თელავშიც შეუძლია. თელავში, პირველი კრიპტომატი სუპერმარკეტ „ლიმბო“-ში, ქეთევან წამებულის N3-შია განთავსებული.

კრიპტომატი კრიპტოვალუტების შეძენა-განაღდების ოპერაციების წამებში განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ოპერაციის სისწრაფესა და ხელმისაწვდომობას, კომპანიაში სწორედ რომ კონკურენტულ უპირატესობებად მიიჩნევენ.

საინტერესოა ისიც, რომ კრიპტოვალუტის ონლაინ საფულის არქონის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს სასურველი ვალუტის ყიდვა აპარატის მიერ შექმნილი და დაბეჭდილი საფულით მაინც შეუძლია.

ცნობისთვის, კრიპტომატის საშუალებით ერთჯერადად მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 14 000 ლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა ან განაღდება შეიძლება.

[R] კომპანია „კრიპტომატის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]