weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს ჰესის მშენებლობა იგეგმება

22:19 ორშაბათი, 26 ივნისი 2017
ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს ჰესის მშენებლობა იგეგმება ფოტო © ბესო ერაძე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, დაცული ტერიტორიების საზღვართან, მდინარე კაბალზებაისუბანი ჰესისმშენებლობა იგეგმება. ჰესის ასაშენებლად პროექტი ახალი გზის გაყვანას, ხე-მცენარეების მოჭრას და ტყის ნაწილის დატბორვასაც ითვალისწინებს.

ჰესის საერთო დადგმული სიმძლავრე 5.36 მეგავატია, საშუალო წლიური გამომუშავება კი 32.71 გვტ/სთ.

მდინარე კაბალზე „ბაისუბანი ჰესის“ მშენებლობას კომპანია „ჯეო ფაუერი“ გეგმავს. საპროექტო სამუშაოების ჩასატარებლად კომპანიასა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი ვერსიის მიხედვით, პროექტის ყველა ის ძირითადი კომპონენტი, როგორიცაა სათავე ნაგებობა, სადერივაციო მილსადენი, ელექტროსადგური, ქვედა ბიეფის გამყვანი არხი და სხვა აუცილებელი ნაგებობები, მოითხოვს არსებული გზის სისტემასთან დაკავშირებას ახალი გზების მეშვეობით. ახლად გასაყვანი გზა 2 234 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიგანისაა. გზის გასაყვანად კი საჭირო იქნება გარკვეული რაოდენობის ხე მცენარეების მოჭრა და ამოძირკვა. თუმცა, ამჟამად არ არის ცნობილი რამდენი ხე უნდა მოიჭრას. გარდა ამისა, კაშხლით შექმნილი წყალსაცავის გამო ტყეების ნაწილი დაიტბორება.

დოკუმენტის თანახმად, ჰესის მშენებლობის და მიმდებარე ადგილების ზოოლოგიური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოთა წარმოების ზემოქმედების არეალის ფარგლებში მუდმივად ბინადრობს ან სეზონურად და/ან შემთხვევით შემოდის კანონით დაცული, გადაშენების გზაზე მყოფი და იშვიათი სახეობის ცხოველების გარკვეული რაოდენობა. შესაბამისად მშენებლობის ცალკეულ ფაზებზე და ექსპლუატაციის დროს არ არის გამორიცხული მათზე და სხვა ცხოველებზეც უარყოფითი ზემოქმედება.

მშენებლობის ცალკეულ ფაზებზე ფაუნაზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს შემდეგმა ფატორებმა: ჰაბიტატების პირდაპირი ან არაპირდაპირი კარგვა პროექტის სამშენებლო ფაზაზე გაუთვალისწინებელი ან გრძელვადიანი შედეგების გამო (მაგალითად, ეროზიის გაძლიერება, ხეების ჭრით გამოწვეული ჰაბიტატების ფრაგმენტაცია, და ა.შ.); ნიადაგისა და წყლის დაბინძურება ნახმარი ზეთით ან საწვავით (დიზელი) და სამშენებლო ფაზებზე წარმოქმნილი ნარჩენებით; ხმაური სამშენებლო ფაზაზე; შეშფოთება საკვანძო ადგილებში, რამაც შეიძლება პირდაპირი ზემოქმედება მოახდინოს ცხოველთა პოპულაციების არსებობაზე. მაგალითად, ზემოქმედება გამრავლების (ბუდობის) ადგილებზე გამრავლების სეზონის დროს, საკვების მოპოვების და გამოზამთრების ადგილებზე, მიგრაციის მარშრუტებზე და მიგრაციის დროს დროებითი შესვენების ადგილებზე.

გზშ-ს წინასწარ ვერსიაში აღნიშნულია, რომ პროექტს გავლენა არ ექნება დასახლებულ ადგილებსა და ოჯახებზე. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება შესაძლებლობას მისცემს ამ რეგიონს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის და უზრუნველყოფს მას ელექტროენერგიით.

შპს „ჯეო ფაუერის“ წარმომადგენლმა გივი კალანდაძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ მათ მდინარე კაბალის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან ჯერ მიღებული არ აქვთ. ნებართვის მიღების შემთხვევაში „ბაისუბანი ჰესის“ მშენებლობა 24 თვეში უნდა განხორციელდეს.

ბაისუბანი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციისპროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 24 ლისს, ლაგოდეხის გამგეობაში გაიმართება. განხილვა 15:00 საათზე დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]