weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-მა წალენჯიხის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი გელა აბულაძე დააკავა

17:25 ორშაბათი, 28 მარტი 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი თაღლითობის ბრალდებით დააკავა. პარტიაში აცხადებენ, რომ გელა აბულაძე უკანონოდ არის დაკავებული.

სუს-ის განცხადებით, 2020 წლის პირველ ნახევარში, გელა აბულაძემ სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე, საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა.

„თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. „ლეციმინტიეს“ უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინდა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით, თაღლითურად საკუთრებაში დაირეგსიტრირეს 406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი. გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინებათ ყველა ზემოაღნიშნულ პირს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გელა აბულაძე საკრებულოში წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. როგორც დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, აბულაძის დაკავება საარჩევნო პერიოდში მასზე დაწყებული ზეწოლის გაგრძელებაა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად წამოიწყო, რაც ვერ შეძლეს და ამით გელა აბულაძე ვერ დააშინეს. არჩევნების დასრულების შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „ოცნების“ ხელისუფლება სრულად დამარცხდა როგორც მერის არჩევნებში, ასევე წარმომადგენლობით ორგანოში, სადაც ჩვენი პარტია ფლობს გადამწყვეტ ხმებს და საკრებულოს ჰყავს თავმჯდომარე ჩვენი პარტიიდან. „ოცნება“ ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი წევრი ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, იქნა მოსყიდული და გადაბირებული“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გელა აბულაძე გათავისუფლდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]