weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პრეზიდენტმა სცადა სასამართლო სისტემის რეპუტაციის დაზიანება, თავს დაესხა მას – კობახიძე

15:57 პარასკევი, 27 მაისი 2022

პარტია „ქართული ოცნების“ თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მიერ დამოუკიდებლობის დღეს გაკეთებული განცხადება 26 მაისს არ შეეფერებოდა, უარგუმენტო იყო და პრეზიდენტმა თავის როლს გადაუხვია.

„რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებას, მგონი, სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო. ამას ძალიან პირდაპირ და თამამად ვამბობ. ჯერ ერთი – 26 მაისს, საზეიმო დღეს, როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის სერიოზული პრობლემა.

რაც შეეხება სასამართლოს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სასამართლო სისტემის წინააღმდეგ სრულიად უარგუმენტო კამპანიას, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ, უფრო სწორედ ასეა ეს, რომ

ამ არასწორი განცხადებით მან სცადა სასამართლო სისტემის, ანუ ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა.

ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება უნდა გააკეთო და მეორე, შინაარშში მნიშვნელოვანია არგუმენტების გარეშე... ოპოზიცია რომ აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის, ბუნებრივია, სერიოზული პრობლემა და სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოსთან დაკავშირებით თქვა: „ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]