weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ღარიბაშვილი „ფარდის ახდაზე“: გუშინ იყო სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება

15:17 პარასკევი, 24 ივნისი 2022

„ჩვენმა პრინციპულმა, მტკიცე დამოკიდებულებამ და ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. დიახაც, გუშინ იყო გონივრული, სწორი და რაც მთავარია, სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან აღიარეს და ჩაწერეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა იმ დათქმით, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვა „ფარდის ახდის“ შესახებ დაუსვეს. ღარიბაშვილმა 11 ივნისს თქვა, რომ თუ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება „უსამართლო და შეურაცხმყოფელი“ იქნებოდა, ყველაფერს „ფარდას ახდიდა“.

„მე გავაკეთე განცხადება მას შემდეგ, რაც ვიხილეთ სრულიად შეურაცხმყოფელი და უსამართლო რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის, ჩვენი ოპოზიციის აქტიური ჩართულობით და მათი ლობისტების უშუალო მონაწილეობით - კენჭისყრაში მონაწილეობით. ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული და მე ეს შეგნებულად გავაკეთე.

რომ არა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება, ჩვენი საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა. ამის რისკები დავინახეთ ჩვენ.

რა თქმა უნდა, არ ვცვლი ჩემს პოზიციას. მე, ჩვენ რომ არ გვეხილა ასეთი სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება, უფრო მეტს ვიტყოდი, მაგრამ დღეს, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ, აღარ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია“, – განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა.

გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა აღიარა. გარდა ამისა, საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაც გადაწყვიტა. ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოსაც მისცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]