weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„სიკვდილის ველის“ მშრალ უდაბნოში მოულოდნელად ტბა გაჩნდა

11:47 ხუთშაბათი, 14 მარტი 2019

ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მშრალ და ცხელ ადგილას, „სიკვდილის ველზე“, სადაც წვიმაც წარმოუდგენელია, მოულოდნელად ტბა გაჩნდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კალიფორნიას ძლიერმა შტორმმა გადაუარა.

შტორმის შემდეგ ფოტოგრაფი ელიოტ მაკგაკენი ამ უდაბნოში ფოტოების გადასაღებად წავიდა. იგი წყალდიდობის კვალს ეძებდა, როდესაც წარმოუდგენელს სურათს წააწყდა - მის წინაშე უზარმაზარი ტბა გადაიჭიმა. ფოტოები მაკგაკენმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

16 კმ სიგრძის ტბა დროებითია. მის ფონზე კარგად მოჩანს პანამინტის ქედი.

ასეთ წარმოუდგენლად მშრალ, არიდულ ადგილას ტბის წარმოსაქმნელად ბევრი წყალი სულაც არ არის საჭირო. მეტეოროლოგ ქრის დოლჩეს განმარტებით, იმის გამო, რომ უდაბნოს გარემო მზად არაა წყლის შესაწოვად, „სიკვდილის ველზე“ დატბორვის გამოწვევა საშუალო წვიმასაც კი შეუძლია.

„სიკვდილის ველი“  ზაფხულობით პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია - 1972 წელს დედამიწის ზედაპირის უმაღლესი ბუნებრივი ტემპერატურა  93.9 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა. გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, „სიკვდილის ველზე“ დაფიქსირდა ყველაზე ცხელი თვე პლანეტაზე, იმ მონაცემებს შორის, რომლებიც კაცობრიობას გააჩნია. სიკვდილის ველზე ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი სულ რაღაც 60 მილიმეტრია და შესაბამისად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]