weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„უკანასკნელი მოჰიკანის“ მიხედვით სერიალი გამოვა

17:20 პარასკევი, 12 აპრილი 2019

ჯეიმს ფენიმორ კუპერის ეპიკური რომანის, „უკანასკნელი მოჰიკანის“ მიხედვით, სცენარისტი და რეჟისორი კერი ჯოჯი ფუკუნაგა სატელევიზიო სერიალზე ნიკოლას ოზბორნთან და ნიკოლ კასელთან ერთად იმუშავებს.

სატელევიზიო პროექტი კომპანია Paramount-ის დაკვეთით განხორციელდება. ფუკუნაგა და ოზბორნი სცენარის ავტორები იქნებიან, ნიკლ კასელი კი - რეჟისორი.

„ცივილიზაციათა შეჯახების ეს ისტორია შვიდწლიანი კოლონიალური ომის დროს, რაც ნაწარმოების სიუჟეტია, ჩემი მრავალწლიანი საფიქრალია. ეს იყო მსოფლიო ომი, იქამდე, სანამ ეს ტერმინი გაჩნდებოდა“, - განაცხადა იაპონური ფესვების მქონე ამერიკელმა რეჟისორმა.

ფუკუნაგასთვის „უკანასკნელი მოჰიკანი“ მესამე სერიალია, აქამდე მას ორი ცნობილი სერიალი - „ნამდვილი დეტექტივი“ და „მანიაკი“ აქვს გადაღებული, ამჟამად კი მუშაობს ჯეიმს ბონდის შესახებ უახლეს ფილმზე.

1826 წელს გამოცემული „უკანასკნელი მოჰიკანი“ ფილმად ამერიკაში ცხრაჯერ გადაიღეს, მათგან ყველაზე ცნობილი და პოპულარულია რეჟისორ მაიკლ მანის 1992 წლის ვერსია. ისტორიული ჟანრის რომანის მიხედვით, ასევე არსებობს ნაკლებად ცნობილი მინი-სერიალები, მულტსერიალი და კომიქსები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]