weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა – მამა იოანე

21:24 კვირა, 25 ნოემბერი 2018

პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ. ილია მეორეს დღეს მრევლისთვის ქადაგებით არ მიუმართავს.

„მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა“, – აღნიშნა მამა იოანემ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

28 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 47% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო. ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. ზურაბიშვილმა 38.64% (615 433 ხმა) მიიღო, ვაშაძემ კი – 37.73% (600 970 ხმა). მეორე ტურში გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, ვისაც მეტი ხმა ექნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]