weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზუგდიდში „ნაცმოძრაობიდან“ საარჩევნო კომისიის წევრს დაჭრით დაემუქრნენ – საია

15:57 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მათმა დამკვირვებლებმა ზუგდიდში, საარჩევნო კომისიის წევრზე სავარაუდო მუქარის შემთხვევა დააფიქსირეს.

„დაფიქსირდა სავარაუდო მუქარის ფაქტი ზუგდიდის N21 საარჩევნო უბნის გარეთ. ეზოში, ორი ნასვამი პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ N21 საარჩევნო უბნის კომისიის წევრს დაჭრით ემუქრებოდა“, – განაცხადეს საია-ში.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდო მუქარის ფაქტის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა და სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია.

საია-ს ინფრმაციით, ზუგდიდის N84 უბანზე პოლიციელის ყოფნის ფაქტი დაფიქსირდა. შენიშვნის დაწერის შემდგომ პოლიციის თანამშრომელმა უბანი დატოვა.

ამ დროისთვის საიას დამკვირვებლების მიერ სულ 34 საჩივარია დაიწერილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]