თებერვალი 17, 2019
weather cur horoscope tv

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა – ამირან გამყრელიძე

17 იანვარი, 2019 hits 489

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველიდან 16 იანვრის ჩათვლით საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. გამყრელიძე სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა, გავრცელების არეალები კი კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებშია გავრცელებული. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, დაავადება კიდევ უფრო გავრცელდეს, ამიტომ წითელას საწინააღმდეგოდ მთავრობის სპეციალური განკარგულება მომზადდა, სადაც წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებია გათვალისწინებული.

„ვაპირებთ, პრევენციული ღონისძიებების გატარებას. წითელას გავრცელების 8%-9% დაახლოებით, 0-დან 1 წლამდე ბავშვებზე მოდის, რაც იმას მიანიშნებს, რომ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა დედებს არ ჰქონდათ გაკეთებული, არც წითელა ჰქონდათ გადატანილი და ამიტომ მოხდა მისი ბავშვებში განვითარება.

წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას.

აღნიშნულ აცრას აფინანსებს სახელმწიფო და ყველასთვის უფასოა. წითელას გავრცელების არეალები არის კახეთი, იმერეთი და სამეგრელო, აჭარაში დაავადებასთან საბრძოლველად სერიოზული ღონისძიებები გავატარეთ“, – ციტირებს „ინტერპრესნიუსი“ ამირან გამყრელიძის კომენტარს.

 

ამ თემაზე:

წითელათი ავადობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მე-3 ადგილზეა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]