weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის ყველა მცდელობა ფუჭია – საგარეო საქმეთა მინისტრი

12:59 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველო უსაფრთხო ქვეყნებად არის აღიარებული და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების ყველა მცდელობა, მიიღონ თავშესაფარი, ფუჭია.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მინისტრმა ეს განცხადება საქართველოს იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებსაც ესპანეთსა და საფრანგეთში, თავშესაფრის მოთხოვნის გამო, ქუჩაში ყოფნა უწევთ.

„ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ შეტყობინებაზე და ინფორმაციაზე, რომელიც არის დაკავშირებული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევაც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი კონსულები არიან მუდმივ კავშირში საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებთან.

ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში არის შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში. ანუ, ეს გულისხმობს იმას, რომ არცერთი მიმართვა, რომელიც იქნება თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არ იქნება დაკმაყოფილებული.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში. ის ხარჯები, რომელსაც ისინი გაიღებენ იმ მიზნით, რომ წავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ, მხოლოდ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩაში არიან დარჩენილები, ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი საქართველოში დაბრუნებაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ღამეს ოჯახებთან ერთად ქუჩაში ათენებენ. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი აქვს საფრანგეთში ქალაქ ამიენსში, სადაც ქუჩაში, რკინიგზის სადგურზე ღამეს, თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საფრანგეთში ჩასული საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ათენებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]