weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2021

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი ვერ აირჩიეს

10:39 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 hits 2410
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი ვერ აირჩიეს ფოტო © "სამხრეთის კარიბჭე"

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში ყოფილი რექტორები მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი იყრიდნენ კენჭს. საკმარისი ოთხი ხმა, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

აკადემიური საბჭოს შვიდი წევრიდან ოთხმა მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა. დარჩენილი სამი ხმიდან ერთი გელაშვილმა მიიღო, ორი კი მერაბ ბერიძემ.

„როგორც ჩანს საბჭოს თავისი დამოკიდებულება აქვს პრობლემისადმი. რაღაცეები კიდევ უფრო უკეთაა შესასწავლი, თითოეული ჩვენგანია შესასწავლი. იქნებ გასამრავალფეროვნებელია ეს კანდიდატები“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ მერაბ ბერიძის კომენტარს.

უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ბერიძეს უფლებამოსილების ვადა 3 ივლისს ამოეწურა. „ახლა უნივერსიტეტს არც რექტორი ჰყავს და ჯერ ვერც მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება. სასწავლებელი სამართლებრივად ჩიხში შევიდა. ვითარება, რომელიც რექტორის არჩევნებმა შექმნა, კანონით არ რეგულირდება“, – წერს „სამხრეთის კარიბჭე“.

sknews.ge–ს ინფორმაციით, რექტორის არჩევნების თარიღის განსაზღვრა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც განათლების სამინისტრო უნივერსიტეტს წესდებაში შეტანილ ცვლილებებს დაუმტკიცებს, თუმცა ჯერ ამ ცვლილებების შესახებ სასწავლებელში აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უნდა შეთანხმდნენ.

არჩევნები აქვს ჩასატარებელი აკადემიურ საბჭოსაც, რადგან იურიდიული ფაკულტეტიდან არჩეულმა ორმა წევრმა ბაკურ ლილუაშვილმა და პეტრე დაუთაშვილმა რექტორის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადეს, რომ მათ სხვა სასწავლებლებშიც უკავიათ აკადემიური თანამდებობები, რაც კანონით დაუშვებელია.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]