weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მინდა, ტერენტი გრანელს მოვუხადო ბოდიში – ბათუმის საკრებულოს წევრი

17:57 პარასკევი, 12 აპრილი 2019
ფოტოზე ირაკლი პატარიძე ფოტოზე ირაკლი პატარიძე

„ტერენტი გრანელი პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა, ტერენტი გრანელს და საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი“, – ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი პატარიძემ განაცხადა.

ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს ორჯერ იჩხუბეს. მეორედ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, როინ ზოიძემ ირაკლი პატარიძეს ჰკითხა - ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი.

საკრებულო ქალაქში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმას განიხილავდა. საკითხი ირაკლი პატარიძემ წარადგინა, რომელმაც ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია.

„ზუსტად ვიცი, ტერენტი გრანელის ერთი ლექსიც არ იცი ზეპირად“, – უთხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, მირდატ ქამადაძემ პატარიძეს.

დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს როინ ზოიძე დაშავდა, რის გამოც სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]