weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დიდი სურვილი მაქვს გახდეთ სრულყოფილი მოქალაქეები – პრეზიდენტი ახალქალაქში

16:10 კვირა, 14 აპრილი 2019

„მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ვინც დღეს აქ ბრძანდებით და თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა პრეზიდენტმა ახალქალაქში, სადაც ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. სალომე ზურაბიშვილი სიტყვით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებში და ერთმანეთის პატივისცემა სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნაზე გადის.

„თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, თუ გვინდა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ - ეს ყველაფერი გადის ენის ცოდნაზე, რომელიც არის სახელმწიფო ენა. ენა არის კარი კულტურის, ენა არის კარი სახელმწიფოს გაძლიერების. ამისთვის იბრძოდნენ 14 აპრილს 1978 წელს. იბრძოდნენ იმისთვის, რომ სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული და მათ რომ არ გაემარჯვათ ალბათ, მერე არ მოჰყვებოდა ამას დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს აღდგენა. ეს ყველაფერი არის ერთად ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული და არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათ, ვისაც სურთ დაიბრუნონ, ან აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა, ქართული ენის ცოდნა აუცილებლად მოეთხოვებათ.

„ცვლილება შემოვიდა კონსტიტუციაში და დღეს უკვე ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს, აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამისთვის საჭირო არის, რომ ორი მხარე იყოს და მეორე მხარემ ნაბიჯი უნდა გადადგათ. ეს ნაბიჯი არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს არის სიმბოლური, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები ყველა უფლებით და თქვენც გაქვთ სურვილი. მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი, როცა ყველა მის მოქალაქეს სურს, რომ იყოს სრულყოფილი წევრი, გრძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ. ჩვენ და სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა. აუცილებელია, რომ აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი. ვიცი, რომ ეს თქვენც გინდათ და ჩვენც გვინდა. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, როცა აქ ჩამოვალ, ეს აღარ იქნება სურვილი, ეს იქნება განხორციელებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]