weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI

11:44 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019
ფოტოზე ლორა თორტონი ფოტოზე ლორა თორტონი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორტონის განცხადებით, იმ ათი წლის განმავლობაში, რაც ამ კითხვას სვამენ, 49% ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოკითხულთა 30 % თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, მხოლოდ 18% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

„საინტერესოა, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ მნიშვნელოვანი კორელაცია პასუხს „ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება“ და ლარის დოლართან მიმართებაში გაცვლით კურსს შორის“, – განაცხადა ლორა თორტონმა კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.

NDI-მ და CRRC–საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარმოადგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]