weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქართულ ბაზარს, თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია - „მედიფარი“ დაემატა  

13:44 ორშაბათი, 08 ივნისი 2020

ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია - „მედიფარი“ გაიხსნა.

კომპანიამ „მედიფარი“ საწარმოში 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც თიბისის კონტიბუცია 1,5 მილიონი ლარია.

საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისთვის დღე-ღამეში 100 000-ს, თვეში კი - 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს.

„მედიფარი“ ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის ანტიბაქტერიული პირბადეებით უმსხვილეს სააფთიაქო და საცალო ვაჭრობის უამრავ ქსელს ამარაგებს. პროდუქციის უახლოეს მომავალში ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

პირბადეების ექსპორტზე გატანის მიზნით, კომპანია ამჟამად უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: ისრაელი, რუსეთი, ბელგია, ავსტრია, იტალია და აშშ-ი.

საწარმოში ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

„მედიფარი“ თიბისის მიერ პანდემიის განმავლობაში დაფინანსებული მეოთხე საწარმოა, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელ პროდუქციას აწარმოებს.

 R - თიბისის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]