weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

WHO ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ გამოყენება გააგრძელონ  

10:44 შაბათი, 20 მარტი 2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (World Health Organization) ქვეყნებს მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca) ვაქცინის გამოყენება გააგრძელონ. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, WHO-ს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ „კოვიდ-19“ მომაკვდინებელი დაავადებაა, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინას კი მისი პრევენცია შეუძლია.

„AstraZeneca-ს ვაქცინა განსაკუთრებით მინიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს COVAX-ით განაწილებული ვაქცინების 90%-ზე მეტს. ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ „კოვიდ-19“-ს თავად შეუძლია გამოიწვიოს სისხლის კოლტები და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ამავე ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომიტეტის ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინას ჰქონდა „დადებითი სარგებელი-რისკის პროფილი“ და უდიდესი პოტენციალი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად და სიკვდილიანობის შესამცირებლად. ექსპერტების შეფასებით, დადასტურებული არ არის, რომ ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული იშვიათი თრომბოემბოლიური მოვლენები გამოწვეულია ვაქცინით.

მას შემდეგ, რაც ევროპის წამელების სააგენტომ დაასკვნა, რომ AstraZeneca-ს უპირატესობები აღემატება შესაძლო რისკებს, ევროპულმა ქვეყნებმა ამ ვაქცინის გამოყენება განაგრძეს, თუმცა, მაგალითად, საფრანგეთის შიდა რეგულირების ორგანოს რეკომენდაციაა, რომ AstraZeneca-თი 55 წლის ზემოთ ადამიანები აიცრან, რადგან ახალგაზრდებში უფრო მეტია თრომბის რისკი.

გუშინ, პარასკევს, ფინეთმა თრომბის ორ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. ეს იქამდე გასტანს, ვიდრე შესაბამისი კვლევები არ დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]