weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

დღიურად 25 ათასი აცრა საკმარისი არ არის, ჩვენი მიზანია 35-40 ათასი – გაბუნია

16:34 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021

„ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 ათას აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის. ჩვენი მიზანია, დღის განმავლობაში 35-40 ათასი აცრა შესრულდეს იმისთვის, რომ ვაქცინაციის ფონზე იმუნური ფენა უფრო სწრაფად შეიქმნას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, მსოფლიო ბანკის პროექტის მხარდაჭერით დაიწყო კამპანია „მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის“, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო მასალის მომზადებას და ასევე, პირისპირ შეხვედრებს ოჯახის ექიმებთან, პედაგოგებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან „იმისთვის, რომ ყველამ მიიღის ვაქცინაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და ეს პროცესი დასრულდეს დროულად“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, გუშინ, 22 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ 17 670 ადამიანი აიცრა, ხოლო გუშინწინ – 23 303. დღე-ღამის განმავლობაში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი 20 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც აცრა 28 555 ადამიანმა ჩაიტარა.

NCDC-ის მონაცემებით, 15 მარტიდან დღემდე ჩატარებულია 979 813 აცრა. სრულად (ორივე დოზით) აცრილია 294 365 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.3%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) ორივე დოზით აცრას ითვალისწინებს.

დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია 4 დასახელების ვაქცინა: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. აქედან, „ფაიზერით“ აცრა 16 წლიდან არის შესაძლებელი, „ასტრაზენეკათი“ კი 45 წლიდან.

ვაქცინაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-პორტალზე https://booking.moh.gov.ge/, ასევე, ნომერებზე 1522 ან 144-3 დარეკვით. მოქალაქეებს დარეგისტრირება შეუძლიათ უსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია შემდეგ დაწესებულებებში:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე;
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (წინანდლის ქუჩა 19) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე;
  • „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ასტრაზენეკათი, პფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:30-მდე;
  • სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლი“ (კახეთის გზატკეცილი 112) - ვაქცინაცია შესაძლებელია სინოფარმის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00 საათი;
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00 საათამდე, შესვენების გარეშე;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]