weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს“ – კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე 

14:08 ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021

„არავითარი პრობლემა ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს. საუბარია ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, თავის დროზე, ფაქტობრივად საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩამოყალიბებულიყო ორ ნაწილად, სადაც ერთმანეთისგან გამიჯნული იქნებოდა გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები.

„ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ, რაზეა საუბარი – არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული: ეს არის გამოძიება და პერსონალური მონაცემები. დაახლოებით იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო, ხომ არის აბსურდი. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში. თავის დროზე, გუნდში უმრავლესობა იყო მომხრე, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ინსტიტუციურად“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, როცა მოხდა კანონპროექტის დაინიცირება, შემდეგ ჩააყენეს საქმის კურსში ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი და ეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ დაინიცირებული კანონპროექტის შესახებ მან და სამსახურის ყველა თანამშრომელმა 25 დეკემბერს, მედიიდან შეიტყო. თოლორაია ფიქრობს, რომ შემთხვევითი არ არის კანონპროექტის დაინიცირება წინასაახალწლოდ, როდესაც საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობის საქართველოში არ იმყოფება და ასევე იმ პერიოდში, როცა პირადად ის დეკრეტით სარგებლობს. 

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, რეალობას არ შეესაბამება განცხადებები, რომ კანონპროექტი სამსახურის გაძლიერებას ემსახურება.

„კანონპროექტით შემოთავაზებულია მხოლოდ ორი სიახლე: პირველი - საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას ემატება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი, რომლებიც პრაქტიკაში თითქმის არ გვხვდება სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში. საინტერესოა ისიც, რომ ეს ახალი დამატებული მუხლები, არ ვრცელდება პროკურატურის მუშაკებზე, არც სხვა საჯარო მოხელეებზე. ახალი ქვემდებარეობა ვრცელდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე, რომელთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, ისედაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე იყო; და მეორე და ყველაზე შემაშფოთებელი - ახალი კანონპროექტით ხდება არა სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია. უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან რჩება სამსახურის გარეშე“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტის ინიციატორთათვის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია მხოლოდ დღეს გახდა აქტუალური, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი შედგა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]