weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სოცაგენტების ფიქსირებული ხელფასი თებერვლიდან 60%-ით გაიზრდება – სააგენტო 

10:25 ორშაბათი, 17 იანვარი 2022

სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურ აგენტებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელებს ჰპირდება, რომ მათი ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება. 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ზრდა შეეხება სოციალური აგენტების ხელფასის ორივე კომპონენტს - ფიქსირებულ და გამომუშავებით ანაზღაურებას.

„ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება“, – განაცხადეს სოციალური მომსახურების სააგენტოში. 

უწყების განმარტებით, მათი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაა. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა პარასკევს გაფიცვა დააანონსეს. 400-მდე ადამიანის მთავარი მოთხოვნა ხელფასის 100%-ით ზრდა და შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაა. როგორც სოციალურმა აგენტებმა განაცხადეს, სააგენტოს განცხადების მიუხედავად, გაფიცვას არ გააუქმებენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]