weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში გუშინ 5600 ზარი იყო, რაც რეკორდული რაოდენობაა – გაბუნია

12:42 სამშაბათი, 25 იანვარი 2022
ჯანდაცვის სამინისტროს ფოტო ჯანდაცვის სამინისტროს ფოტო

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ ამოქმედებულ „ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში“ გუშინ 5600 ზარი შევიდა, რაც რეკორდული რაოდენობაა. 

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ე.წ. ცენტრალური და დამატებით 102 ონლაინ კლინიკის რესურსი საკმარისია იმისთვის, რომ კორონავირუსის 87 609 აქტიურ შემთხვევას მეთვალყურეობა გაეწიოს. 

„უკვე ამ კვირაში გააქტიურდა 102 ონლაინ კლინიკა. 102 ონლაინ კლინიკა ნიშნავს რამდენიმე ბრიგადას და სულ ქვეყანაში დაახლოებით 2500 ოჯახის ექიმია განაწილებული როგორც სახელმწიფო სისტემაში, ასევე კერძო დაწესებულებებში და სადაზღვევო ქსელში. 

გარდა ამისა, მუშაობს „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ 15 22-ის სახით. ზარების რაოდენობა გუშინ იყო 5600, რაც გარკვეულწილად რეკორდული რაოდენობაა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც 15 22-ის ხაზი მუშაობს. აქაც დაემატა რესურსი, გაორმაგდა ექიმების რესურსი და ჯერჯერობით დაყოვნების ხანგრძლივობა არის წუთი, შეიძლება მაქსიმალური დაყოვნება იყოს 3-4 წუთი. 

ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მართვადია, თუმცა ოჯახის ექიმები უკვე აკეთებენ პრიორიტეტული ზარების გამოყოფას – ვინც არის 65 წლის ზემოთ, აქვს ქრონიკული დაავადება. ჩვენთვის მთავარი ცვლილება მოკლე ხანში იქნება ის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი მართავს მასთან რეგისტრირებულ მოსახლეობას, თუკი მას გამოუვლინდა კოვიდი. თუ აქამდე მოსახლეობის გადანაწილება ხდებოდა ძირითად ონლაინ კლინიკებს შორის, ვინაიდან ახლა უკვე ყველაა ჩართული, ყველა რეგისტრირებულ პირს საშუალება ექნება თავის ოჯახის ექიმს დაუკავშირდეს ან დაელოდოს მის ზარს“, – განაცხადა გაბუნიამ. 

გასულ 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეს ქვეყანაში 87 609 კოვიდინფიცირებულია, რომელთაგან 80 950 ბინაზე მკურნალობს, 4595 კი საავადმყოფოში. 

თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელება და ახალი შემთხვევების პიკი მომდევნო ორი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]