weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შეუძლებელია პრემიერი ანტივაქსერი იყოს, ვაქცინის 2-ვე დოზა გაიკეთა – ჯანდაცვის მინისტრი 

15:07 ორშაბათი, 14 თებერვალი 2022

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებს უმეტეს შემთხვევებში ვაქცინა არ მუშაობს. ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად აზარაშვილმა თქვა, რომ ღარიბაშვილი ანტივაქსერი არ არის. 

„რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ორი ვაქცინაცია გაკეთებული და პირიქით, ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში, ასევე, იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზევით ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, 100-ლარიანი დანამატი „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არა, ვფიქრობ, რომ არასწორია“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ზუსტად გაიგო, რა იგულისხმა ღარიბაშვილმა. 

„ეს იყო ის, „ომიკრონის“ შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. თორემ, „ომიკრონთან“ დაკავშირებით იცით, რომ „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტის თვეში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც „ომიკრონზე“ მუშაობს კონკრეტულად. აქედან გამომდინარე იყო მისი კომენტარი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობაში „ვაქცინა არ მუშაობს“ და ეს შტამი ვაქცინირებულ პირებს „ჩვეულებრივად ემართებათ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]