დღეს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტურია. მისი გადაწყვეტილებით, საქართველო ამ სანქციებს არ უერთდება.
„ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი, უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ვხედავთ, რომ ამის შემჩერებელი დღეს არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“, – განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
14 თებერვალს კი, ღარიბაშვილმა თქვა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამით ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობაში „ვაქცინა არ მუშაობს“ და ამის მაგალითი თავად არის.