weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მეუფე დიმიტრის თქმით, რუს მღვდელმთავრებს მოუწოდა „ბოროტმოქმედი“ პუტინი ამხილონ 

13:50 ოთხშაბათი, 09 მარტი 2022

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) განაცხადა, რომ რუს მღვდელმთავრებს შეტყობინება გაუგზავნა, რომლითაც მოუწოდა, შეაჩერონ და ამხილონ ბოროტმოქმედი, რომელიც რუსეთს ღუპავს.  

8 მარტს, ქადაგებისას, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. 

„ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო, ჩვენს სამეზობლოში. შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც უკრაინაში ხდება და თანავუგრძნობთ ამ მეტად მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს. ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე.

გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავს ქრისტიანად მიიჩნევს. მე ვიტყოდი, რომ მას ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს.

როდესაც ის მთელი გარკვეული სიამოვნებით მთელ მსოფლიოს უცხადებს, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, თუ ჩემი ბირთვული იარაღი გამოვიყენეო, მას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს, იმიტომ, რომ ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება შენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს და ა.შ., კაცობრიობას. 

მე, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი რუსეთში. ჩემი თანასკურსელები იყვნენ სხვადასხვა ეროვნების წრამომადგენლები, მათ შორის უკრაინელები, რუსების, სერბები, ბულგარელები და ა.შ. ყოველდღიურად აი ამ საშინელბას, რასაც ჩვენ ვხედავთ – როგორ ინგრევა, ნადგურდება, იხოცება უამრავი ადამიანი, ბავშვები, ქალები, კაცები. 

მე ჩემს ზოგიერთ თანაკურსელს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება, მღვდელმთავრებს, რომ თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი, უნდა შეაჩეროთ და ამხილოთ, რადგან ის დაღუპავს რუსეთს, თუ უკვე არ დაღუპა, უკიდურეს შემთხვევაში მე გამიჭირდება თქვენთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, არანაირი პასუხი მათგან არ არის და ეს მოსალოდნელიც იყო.

მე მაქვს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჩემს უამრავ მეგობართან, კურსელებთან, ახლობლებთან უკრაინაში და ყოველდღიურად თვალცრემლიანები ვემშვიდობებით ერთმანეთს. 

იქ ზოგიერთი ეპარქია განადგურებულია და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ ყოველივეს. ძალიან გულნატკენები არიან – მხედველობაში მყავს ის ნაწილი, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია – თავიანთ პატრიარქზე, რომელმაც გარკვეულწილად გაამართლა და ამ ბოროტმოქმედებას, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის ინტერესების დაცვა უწოდა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

მეუფე დიმიტრიმ უკრაინელები დალოცა და „მტერთა ზედა გამარჯვება“ უსურვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]