„სვეტიცხოვლობაზე“ დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები. მცხეთის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საშემოდგომო ნობათის და საქართველოს რეგიონებში წარმოებული პროდუქციის, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება შეჯიბრი ქართული ჭიდაობაში, სპორტულ ნარდში, მინი-ფეხბურთში, კარატეში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში. გამარჯვებულები პრიზებით, დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
„სვეტიცხოვლობაზე“ მცხეთის საპატიო მოქალაქეებსაც გამოავლენენ. ღონისძიების ბოლოს კი გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი 33ა და ბენდი The light room”. კონცერტი 21:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.