weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პარლამენტი თანამდებობის პირებისთვის 2017 წელს გამოშვებულ 19 „სედანს“ ყიდულობს

15:43 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

საქართველოს პარლამენტის აპარატმა თანამდებობის პირებისთვის 2017 წელს გამოშვებული 19 ერთეული ავტომანქანა „სედანის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 855 000 ლარია გამოყოფილი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 15 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს, 12:00 საათზე დასრულდება. 

თითოეული ავტომანქანის ღირებულება საშუალოდ 45 000 ლარს შეადგენს. მათი შემსყიდველისათვის მიწოდება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოახდინოს. 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ყველა ავტომანქანა უნდა იყოს არაუადრეს 2017 წელს გამოშვებული, ვერცხლისფერი, მარცხენასაჭიანი და შავი ფერის სალონით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]