weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კალაძე მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის ტენდერში ჩართულ თანამშრომლებს ათავისუფლებს

13:53 ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს დაავალა, დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, ვინც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში მონაწილეობდნენ.

„ამ ეტაპზე არსებული გარემოებები შევისწავლეთ და აშკარაა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზები იყო - დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ამ დროისთვის უცნობია იმ პირების ვინაობა, რომლებსაც თბილისის მერის დავალებით გაათავისუფლებენ.

31 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. 300 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ყვარელრემმშენმა“ შეასრულა. კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევა სავარაუდოდ უხარისხოდ ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]