2018 წელს საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა. ეს თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.
თელავის უნივერსიტეტში გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან ერთად მობილურ საექსპოზიციო სტენდებზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს მიეძღვნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენა კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი, რათა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიეცეთ შესაძლებლობა გაიაზრონ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპები.