weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა

14:13 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დროებით შეაჩერა - დღეს დილით ახალი ამბების სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ, ჟურნალისტებს კი განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში სხვა გადაცემებზე გადაანაწილებენ.

ტელეკომპანია „მაესტრო“ „იბერიას“ ახალი ამბების სამსახურის ოპერატორების გაფიცვის მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, არხს ოპერატორების მიმართ სახელფასო დავალიანება აქვს.

„იბერიას“ პროდიუსერების ცნობით, გამოცხადდა საინფორმაციო სამსახურის დროებითი რეორგანიზაცია, რომელიც როდემდე გაგრძელდება, ჯერ არ იციან.

სააგენტო „რეგინფოსთან“ საუბარში „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გადაცემა „თავისუფალი სივრცე“ მუშაობას აგრძელებს - „რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირებას, ამაზე ვერაფერს გეტყვით. თუ რაიმეს თქმას გადავწყვეტთ, განცხადებას გავავრცელებთ“.

ტელეკომპანია „იბერიას“ მესაკუთრე შპს „ბენმონტია“. თავის მხრივ „ბენმონტის“ მესაკუთრები არიან რატი ოქუაშვილი 50% და გიორგი ოქუაშვილი 50%, რომლებიც „ომეგა-ჯგუფის“ მფლობელის ზაზა ოქუაშვილის შვილები არიან. ზაზა ოქუაშვილი ამავე დროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია. მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე საარჩევნო ბლოკიდან „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ საქართველოს პარლამენტის წევრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]