weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გორში სტალინის სახელობის რესტორანი „ჟოზეფი“ გაიხსნა

12:34 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

გორში, სტალინის ქუჩა 11-ში, საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის სახელობის რესტორანი „ჟოზეფი“ გაიხსნა. რესტორანი ყოფილ მოკრივეს, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სტალინის სახელობის რესტორანი გორში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა. ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მანამდე რესტორანს „სპორტ-კაფე“ ერქვა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ახალი შენობა გაკეთდა. მეპატრონემ „ჟოზეფში“ სტალინის ოთახიც შეინარჩუნა.

გიორგი კანდელაკი საზოგადოება „გორელის“ წევრია. ორგანიზაცია საბჭოთა დიქტატორის მშობლიური ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]